|
2016-04-14 14:16:56, 673 ნახვა
საზოგადოება
Silk TV-ს „საშინაო სკოლის“ ინტერაქტიული სწავლების მეთოდით 10 000 ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
უკვე მეხუთე წელია „სილქნეტი“ მომხმარებელს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტ „საშინაო სკოლას“ თავაზობს. მასში შესულია 1–დან მე–12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო–გაკვეთილები, რომელიც ექსკლუზიურად სილქნეტის სატელევიზიო სერვისის ნაწილია. „საშინაო სკოლა“ მოიცავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა–ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილებს. მომხმარებელი ირჩევს სასურველ საგანს, კლასს, შესაძლებლობა აქვს დააპაუზოს და გადაახვიოს თემა. თითოეული ვიდეო 15–20 წუთს გრძელდება. სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება, ასევე შესაძლებელია საატესტატო გამოცდებისთვის მთელი მასალის 2 თვეში გადამეორება. მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, პულტის მეშვეობით, მოძებნოს სასურველი საგანი და თემა და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა და ასევე გაიაროს განვლილი მასალა. პროგრამა ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. განსაკუთრებით სასკოლო გამოცდების დროს, როცა სრული მასალის გადამეორება ესაჭიროება მოსწავლეს. SilkTV-ის „საშინაო სკოლის“ სერვისი ყველაზე ხელმისაწვდომი „რეპეტიტორია“ და გარდა იმისა, რომ ცოდნის ათვისების პროცესს ამარტივებს, მნიშვნელოვნად ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს. სილქნეტმა თანამედროვე ყოფას მოარგო სასკოლო განათლების მიღების პროცესი. კონტენტს 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჰყავს ათი ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი. პროექტში ჩართულია საგანგებოდ შერჩეული 50-მდე პედაგოგი. ამ სერვისის მისაღებად საჭიროა SILK TV-ის მაუწყებლობით სარგებლობა. მიუხედავად მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტისა, „საშინაო სკოლა“ ხელმისაწვდომია ყველა აბონენტისთვის უფასოდ.
(R)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)