10:38 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 11:55:00, 452 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარს უჭერს

ევროპის პარლამენტის სოციალისტების ჯგუფის საგარეო კოორდინატორის რიჩარდ ჰაუიტის განცხადებით,   საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღწევის ძლიერი სურვილი აქვს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპარლამენტს, მათ შორის სოციალ-დემოკრატების ჯგუფს, სურთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. 

„საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ამ კვირაში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოვლენების დაჩქარებაში დავეხმაროთ", - აღნიშნა რიჩარდ ჰაუიტმა.

ამასთან, ის მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების  იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო აახლოებს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.  დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics