|
2016-04-14 11:48:23, 552 ნახვა
საზოგადოება
სოფელ სარფთან პრობლემურ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
წუხელ გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 119 კმ–ზე (სოფ. სარფთან) არსებული კლდიდან, 2000 კუბური მეტრზე მეტი მოცულების მიწა–კლდის შვავი ჩამოვიდა, რომელმაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ ოპერატიულად განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზაზე მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგა. „ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, დაზიანებული უბნის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გზის განაპირა ერთ ზოლზე. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები (სამთო ინჟინრები), რომლებიც კლდეზე დარჩენილი დაზიანებული კერის აფეთქების გზით ჩამოშლაზე მუშაობენ. პრობლემურ და მიმდებარე ტერიტორიაზე, საფრთხეების გამოვლენის მიზნით, კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ მოწვეული გეოლოგები. აღნიშნული კვლევის შედეგად კი კლდის ფერდზე ჩასატარებელი შემდგომი პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)