|
2015-02-20 10:48:32, 525 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 26 თებერვალს პრაღაში გაიმართება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთთან ურთერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა 26 თებერვალს პრაღაში გაიმართება. ლუკაშევიჩის თქმით, ორ მხარეს შორის შეთანხმება 16 თებერვალს სატელეფონო საუბრისას შედგა. „16 თებერვალს სატელეფონო საუბრისას გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძეს შორის მოხდა შეთანხმება, რომ თებერვლის ბოლოს ჩატარდებოდა მორიგი შეხვედრა პრაღაში, კონკრეტულად 26 თებერვალს. როგორც იცით, ამ რეგულარულ კონტაქტებს საკმაოდ ფართო დღის წესრიგი აქვს და მასზე განიხილება ყველა აქტუალური საკითხი. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ღიად განვიხილოთ სხვადასხვა თემები და მივიდეთ რაიმე შეთანხმებამდე, რაც ჩვენს დიალოგს წინ წასწევს“,-განაცხადა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა. შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შედგა. 2013-2014 წლებში პრაღაში მხარეები 7-ჯერ შეხვდნენ, სადაც ორი ქვეყნის ეკონომიკური-კულტურული ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)