|
2016-04-13 15:50:37, 476 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური NDI-ს კვლევაზე: პარლამენტის საქმიანობა პროდუქტიული იყო
„შესაძლოა გარეშე თვალისთვის პარლამენტის საქმიანობა იმდენად ეფექტური არ იყო, მაგრამ პროდუქტიული თვალსაზრისით მიღებულია უამრავი საჭირო კანონი“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა NDI-ს კვლევას იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც ინსტიტუტებს შორის პარლამენტი ყველაზე ნაკლები სანდოობით სარგებლობს. როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პარლამენტის მუშაობა დადებითი არ იყო, მაგრამ რიგ საკითხებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უმრავლესობა საკმაოდ „ჭრელია“. „პარლამენტის მუშაობა შესაძლოა ბრწყინვალე არ იყო, მაგრამ ვერც იმას დავუკარგავთ, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებების მიღება მოხდა. თან იმ ფონზე, როდესაც უმრავლესობა ჭრელი იყო, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა განსხვავება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს შორის. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და თვითონ მთლიანად პარლამენტი მაქსიმალურად სასარგებლო საქმიანობას ეწეოდა . საკმაოდ პროდუქტიული იყო ჩვენი მუშაობა, შესაძლოა გარეშე თვალისთვის ეს იმდენად ეფექტური არ იყო, მაგრამ პროდუქტიული თვალსაზრისით მიღებულია უამრავი საჭირო კანონი, რომელთა რეალიზებაც ქვეყნის კეთილდღეობას წაადგება, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პარლამენტის საქმიანობა იყო იდეალური“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ თამაზ მეჭიაურმა. ცნობისთვის, NDI-ს კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ნაკლები სანდოობა პარლამენტს აქვს. კერძოდ, პარლამენტის საქმიანობას 1% ძალიან კარგად აფასებს, 7% - კარგად, 47% - საშუალოდ, 27% - ცუდად, 5% კი, ძალიან ცუდად. ყველაზე კარგად კი ჯარის საქმიანობა ფასდება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)