|
2016-04-13 14:36:53, 651 ნახვა
საზოგადოება
„გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფეტივალის საზეიმო დახურვას დაესწრნენ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ინიციატივით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის დახურვას დაესწრნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, საზეიმო დასკვნითი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ უნგრეთიდან გოგონათა გუნდი „ანგელიკა“, ფესტივალში მონაწილე აკადემიური და საბავშვო გუნდები, რომლებიც მსმენელის წინაშე თითო ნაწარმოებით წარსდგნენ. ამ ფესტივალის ტრადიციის მიხედვით, დასკვნითი კონცერტის ბოლო ნომრად, მონაწილე გუნდებმა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შერჩეული ნაწარმოები შეასრულეს. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. „გოგონათა კლუბი“ იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მედიაციის სახლში მიმდინარეობს. აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ არასრულწლოვან გოგონებზე. მისი მიზანია გოგონებმა თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ. ამ მიზნით იუსტიციის მინისტრსა და სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს" შორის, 2015 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები სხავადსხვა კულტურულ ღონისძიებებს აქტიურად ესწრებიან.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)