|
2016-04-13 13:55:48, 526 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - მოხეტიალე მუსიკოსის, ილიკო ქურხულის თხოვნა
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ქართველი მოხეტიალე მუსიკოსის, ილიკო ქურხულის თხოვნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი": „სკრიპკით სოფელ-სოფელ ვასწავლი გლეხის ბავშვებს ეროვნულ სიმღერებს, ვასმენინებ ევროპულ მუსიკას გრიგის, ბახის, ჩაიკოვსკის, მოცარტის და სხვა გენიოსების გადმონაცემს, ამის გარდა აზრათა მაქვს, ვასწავლო ამავე ბავშვებს მუსიკალური ან-ბანი, წავუკითხო ჩვენი უმთავრესი მწერლების და მგოსნების მოკლე ბიოგრაფია, უმთავრესი ნაწარმოები და სხვა. სწორედ ამ მიზნისათვის ვაწუხებ გამგეობას და ვთხოვ შეძლების და გვარათ შემიწყოს ხელი, დამეხმაროს პატარ-პატარა წიგნაკებით, რომლებიც სასურველია სრულებით უფასოთ დავურიგო ჩემი აუდიტორიის ბავშვებს, შემიძინოს ლინოლეუმის დაფა კედელზედ ან ხეზედ ჩამოსაკიდი". 1916 წლის 24 ივნისი. მოგვიანებით ილიკო ქურხულმა საზოგადოებას მიმართა ველოსიპედის შეძენის თხოვნითაც. მოხეტიალე მუსიკოსმა ორივე შემთხვევაში მიიღო დახმარება. დოკუმენტი დაცულია საისტორიო ცენტრალურ არქივში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საარქივო ფონდში. „კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)