|
2016-04-13 12:52:22, 5194 ნახვა
კულტურა
ანსამბლი „ბასიანი“ სოლო კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გამართავს
ანსამბლ "ბასიანს" 16-წლიანი ისტორია აქვს - არაერთი ალბომით, აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით და საერთაშორისო აღიარებით. 200-ზე მეტი კონცერტი 20-მდე ქვეყანაში, გამოსვლები საერთაშორისო ფესტივალებზე და მსოფლიოში ცნობილ საკონცერტი დარბაზებში, მათ სორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჯულ ნიუ-იორკის ლინკოლ-ცენტრის სცენაზეც. 15 აპრილს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში (მის: დ. აღმაშენებლის 125 ა) საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ სოლო კონცერტს გამართავს დამაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგება. დასასრულს, შედგება ანსამბლ „ბასიანის“ მიერ გამოცემული ახალი აუდიო ალბომის პრეზენტაცია, სადაც შესულია ტრადიციული სიმღერა-გალობის 50 ნიმუში. მნიშვნელოვანია, რომ აუდიო ალბომი თბილისის მერიის კულტურულ-ღონისძიებათა სამსახურის ხელშეწყობით მომზადდა. "ანსამბლი „ბასიანი“ ყოველწლიურად ათეულობით სოლო კონცერტს მართავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია, რომ იგი არც დედაქალაქის მაყურებელს ტოვებს გულგრილად და განახლებული პროგრამით წელიწადში ორჯერ მათთვის გამართავს კონცერტებს“, - გვითხრა ანსამბლი „ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ. ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს, საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა, ხოლო 2013 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანსამბლი დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. დაარსებიდან დღემდე, ანსამბლი „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან აღადგინა და გააცოცხლა ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში, გამოსცა კომპაქტ დისკები, გამართა ასეულობით კონცერტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სახელგანთქმულ ფესტივალებში და წარმატებით გამოვიდა მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ბასიანის“ ტრიუმფალური გამოსვლა ნიუ იორკის „ლინკოლნ ცენტრის“ სცენაზე, სადაც ანსამბლი ზედიზედ ორჯერ, 2010 და 2012 წლებში მიიწვიეს. მანამდე ამ სცენაზე ქართული სიმღერის შემსრულებელი არც ერთი ანსამბლი არ გამოსულა. 2013 წელს „ბასიანმა“ გამოსცა მისი საეტაპო ნამუშევარი, 4 კომპაქტ დისკისაგან შედგენილი ალბომი, სადაც შესულია 2009-2013 წლებში ანსამბლის მიერ გაცოცხლებული და ჩაწერილი 102 ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული საგალობელი. ანსამბლის უახლეს გამოცემაში კი შესულია სიმღერა-გალობის 50 ნიმუში. დღემდე ანსამბლს ჩაწერილი და გამოცემული აქვს 300-ზე მეტი ტრადიციული სიმღერა და საგალობელი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია 5 აპრილიდან, დარბაზის სალაროებში (12:00-18:00)
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)