|
2016-04-12 19:50:59, 1256 ნახვა
სხვადასხვა
№26 საბავშვო ბაღში მონიტორინგის სამსახურმა ხორცის გადამალვის ფაქტი დააფიქსირა
"№26 საბავშვო ბაღში მონიტორინგის სამსახურმა ხორცის გადამალვის ფაქტი დააფიქსირა" - ამის შესახებ განცხადებას "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო" ავრცელებს. დღეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, მორიგი შემოწმების დროს, თბილისის №26 ბაღში 5.300 კგ. გადამალული ფარშირებული საქონლის ხორცი აღმოაჩინა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კვების ბლოკში შესვლისას, მზარეულის თანაშემწე გადამალული ხორცის სამზარეულოდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გატანას შეეცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. შედგა მონიტორინგის აქტი, რომელშიც პროდუქტის გადამალვის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ბაღის დირექტორმა. თავის მხრივ, მზარეულის თანაშემწემ აღიარა, რომ ფარშირებული ხორცი გადამალული იყო. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურის დასკვნა დირექტორს უახლოეს დღეებში ჩაბარდება. დარღვევიდან გამომდინარე, მენიუფაქტურით გათვალისწინებული პროდუქტი (ხორცი) სრულად არ იყო გამოყენებული, შესაბამისად, აღსაზრდელებმა ვერ მიიღეს დღიური რაციონით განსაზღვრული კალორაჟი. აღსანიშნავია, რომ ეს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გადამალვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი შეხედვით მცირე რაოდენობით გადამალული საკვები მთლიანობაში მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნის, ზარალი კი დიდი ოდენობით თანხას შეადგენს. №26 ბაღში ეს იყო განმეორებითი დარღვევა და პირველ შემთხვევაში, დირექტორს გამოეცხადა საყვედური. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ბაგა-ბაღებს რეგულარულად ამოწმებს და ნებისმიერ დარღვევა-ნაკლოვანებაზე შესაბამისად რეაგირებს". - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)