|
2016-04-12 19:28:01, 668 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: თუკი შარშანდელთან შედარებით რომელიმე ინდექსი გააუმჯობესა საქართველომ − ეს გახლავთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა
იუსტიციის მინისტრი „Freedom House“-ს ანგარიშს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა; ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი კი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, ანგარიშის მიხედვით, ერთადერთი სფერო, სადაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება ფიქსირდება, არის სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში აჩვენებს, რომ, თუკი შარშანდელთან შედარებით რომელიმე ინდექსი გააუმჯობესა საქართველომ − ეს გახლავთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, სადაც ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ნათქვამია, რომ სწორედ ამ სტრუქტურულმა და მდგრადმა პოზიტიურმა ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ საქართველო მთლიანობაში თავისი დემოკრატიულობის ინდექსით დაწინაურდა. რა თქმა უნდა, სხვა მაჩვენებლებიც არის დადებითი; მაგალითად, კორუფციის, კარგი მმართველობის, საარჩევნო პროცესის თუ მედიათავისუფლების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მაჩვენებელი 2008-2012 წლების პერიოდთან შედარებით, და, რაც მთავარია, ყველა ამ მაჩვენებელში ტენდენცია არის დადებითი. ჩვენთვის მთავარია, ასევე, რომ გაისად კიდევ უფრო კარგი მაჩვენებელი ჰქონდეს საქართველოს და ამაში, მე მჯერა, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა ითამაშებს თავის როლს და პარლამენტი შეძლებს ხვალ და მომდევნო კვირებში კვორუმის შეკრებას, რათა იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის იდეა იმ ფუძემდებლური პრინციპისა, რომელიც ეხება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, იქცეს კანონად; რადგან ეს ჩვენი იდეა, მჯერა, რომ მომავალ ინდექსებში საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. სასამართლო სისტემის გარდა, ანგარიშში შეფასდა სხვა კრიტერიუმებიც: ქვეყნის მართვის დემოკრატიულობა − 5,5 ქულა, საარჩევნო პროცესი − 4,5 ქულა, სამოქალაქო საზოგადოება − 3,75 ქულა, მედიის დამოუკიდებლობა − 4.0 ქულა, ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიულობა − 5,25 ქულა, კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობა − 4,5 ქულა, სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა − 4,75-ქულა. „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“ − ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც „ფრიდომ ჰაუსმა“ დღეს გამოაქვეყნა. ცხრილში ქვეყნები შეფასებულია რამდენიმე კატეგორიაში და გამოყვანილია დემოკრატიის განვითარების საშუალო მაჩვენებელი. ქულების სკალა 1-დან 7-მდეა. საუკეთესო შეფასებაა 1, ყველაზე ცუდი − 7. ანგარიში ასახავს დემოკრატიის განვითარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანაში 2015 წელს. იუსტიციის სამინისტრო იმედოვნებს, რომ მიმდინარე და მომავალ სასესიო კვირებში, პარლამენტი შეძლებს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების განხილვას.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)