|
2016-04-12 12:57:05, 567 ნახვა
საზოგადოება
მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა, ქალაქ მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტაძართან მისასვლელ გზაზე ერთ დროს არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად დაშლილი იყო. აღნიშნული მონაკევთის რეაბილიტაციის შედეგად, მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ. ასევე, გაუმჯობესდება ტაძრის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნაგებობებთან მისასვლელი გზაც. პროექტით გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელების, ავტომანქანების გასაჩერებელი მოედნის, კიუვეტებისა და მიერთებების მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, საგზაო ნიშნების, ზღუდარების, მიმმართველი ბოძკინტების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მონიშვნა. ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, გაბიონებისა და ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 441 ათას 470 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)