|
2016-04-09 18:51:50, 705 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა
რუსთავში 9 აპრილის 27-ე წლისთავი ახალი მემორიალის გახსნით აღინიშნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს. მემორიალი ყვავილებით რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ შეამკეს. მემორიალთან დღეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. რუსთავის დიდების ხეივანში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა, სადაც სიმბოლურად ყველა ის სიმღერა შესრულდა, რომელიც 27 წლის წინ, რუსთველის პროსპექტზე ისმოდა. „9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია. 27 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. ეს ის დღეა, რომელიც ერის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა და თაობიდან თაობას გადაეცემა. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და სულ უნდა გვახსოვდეს იმ ადამიანების სახელები, ვისი სიცოცხლეც საძირკვლად უდევს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა რუსთავის მერმა. 9 აპრილის მემორიალი რუსთავში 2010 წელს აიღეს. აღდგენილი ძეგლი, რომელიც დღეს გაიხსნა რუსთავში, მოქანდაკე ვალერი ჯიქიას ეკუთვნის.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)