|
2016-04-09 11:20:06, 535 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ერთი მხრივ, ეს არის დღე დიდი მწუხარების, იმიტომ, რომ ამ ადგილზე, 27 წლის წინ, ათეულობით ახალგაზრდა ცარიელი ხელებით ებრძოდა კბილებამდე შეიარაღებულ ოკუპანტს, ტანკებს, ნიჩბებიან ჯარისკაცებს. ისინი დაიღუპნენ საქართველოსთვის ბრძოლაში. მეორე მხრივ, ამ დღეს, საქართველო იყო განსაკუთრებით ერთიანი, ამაყი, რაც 25 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებმა სისხლი დაღვარეს იმისათვის, რათა ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ, ამიტომ ყველას ვალია, ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა მუშაობდეს და მოღვაწეობდეს, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, სიძლიერისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი თანამემამულეების ნათელი სახელები, ჩვენი დიდი წინაპრები ამას ნამდვილად იმსახურებენ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის შენობის წინ, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)