|
2016-04-09 10:44:35, 490 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. მინისტრთან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავრობის სხვა წევრები და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. კახა კახიშვილმა თანამშრომლებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ წარმოდგენილი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა. „9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამავე დროს ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენი ვალია გვახსოვდეს მათი წვლილი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს მთავარი მიზანი - აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი სრულდება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)