|
2016-04-08 15:12:05, 501 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ თავდაცვის სამინისტროს სამ თანამშრომელს სერტიფიკატები გადასცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ სამინისტროს სამ თანამშრომელს ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებული ინგლისური ენის მოსამზადებელი რვათვიანი კურსი მინისტრის მოადგილის თანაშემწემ ნინო პეტრიაშვილმა, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვეფხვია გრიგალაშვილმა და ურთიერთობისა და კანონმოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსმა ზურა ზერეკიძემ გაიარეს. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე, სასწავლო ცენტრის მენეჯერი ფილიპა გიდინგსი, პედაგოგი ნინო ნამორაძე, სასწავლო ცენტრის მენეჯერის თანაშემწე ნატალია ბაღდავაძე, ასევე, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები: ბრიტანეთის თავდაცვის ატაშის მოადგილე ტრეისი პალმერი და პოლიტიკური ოფიცერი თავდაცვის საკითხებში ანი ჯაიანი დაესწრნენ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)