|
2016-04-08 12:01:35, 533 ნახვა
საზოგადოება
ბექა მიქაუტაძე დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამხანაგობის წარმომადგენლებს შეხვდა
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის N12 კორპუსის ბინადრებს შეხვდა და თანადაფინანსებული პროექტების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მათგან ინფორმაცია მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამგებელი მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის, „მართე შენი ქალაქის“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება. მათივე ინფორმაციით, ი.პეტრიწის N12-ის ამხანაგობის აქტიურობის შედეგად, კორპუსმა გამგეობის არსებული ხუთი პროგრამით ისარგებლა: ათსართულიან კორპუს, რომელსაც ოთხი სადარბაზო აქვს, სრულად შეეცვალა სახურავი, სამ სადარბაზოში შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა, მოხდა კიბეების რეაბილიტაცია და შეკეთდა 4 ლიფტი - ორი სამგზავრო და ორიც სატვირთო. ამჟამად, კორპუსში ყველაზე ძვირადღირებული პროექტი - სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები მიმდინარეობს. „ნაპრალების ამოვსების თანადაფინანსება საბურთალოს გამგეობაში პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ამ სამუშაოების გარეშე შენობების უმეტესობას მდგრადობის საფრთხე ემუქრება. ამის გათვალისწინებით, ჩვენ სწორედ იმ პროექტების დაფინანსებას ვამჯობინებთ, რომელიც შენობების ავარიულობას თავიდან აგვარიდებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტს პეტრიწის N12-ში კომპანია „მშენსერვისგრუპი“ ახორციელებს და გამგეობის თანადაფინანსება ხელშეკრულების თანახმად, 69,860 ლარია. სამუშაოები სულ 7 700 გრძივი მეტრი ნაპრალის ამოვსებას ითვალისწინებს. ბექა მიქაუტაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისასალმებელია ნებისმიერი ამხანაგობის მხრიდან ასეთი აქტიურობა, რადგან ისინი თანასაკუთრებას უფრთხილდებიან და ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)