|
2016-04-07 16:20:20, 556 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში „გოგონათა კლუბს“ ლელა გაფრინდაშვილი ესტუმრა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროშო მოქმედი სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის’’ მედიაციის სახლში პროექტ - „გოგონათა კლუბის“ წევრებს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი შეხვდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა მე-19 და მე-20 საუკუნეებში, წარმატებული ქართველი ქალების შესახებ საინტერესო ისტორიებს მიეძღვნა. მათ შესახებ ბიოგრაფიები ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ერთ გამოცემაში შეკრიბა. ფონდმა აღნიშნული გამოცემა მედიაციის სახლის ბიბლიოთეკას უსახსოვრა. ლელა გაფრინდაშვილი ქალთა უფლებების დამცველია. მას ეკუთვნის მრავალი კვლევა და სტატია ქართულ კულტურაში გენდერული, ქალთა და ფემინისტური პრობლემების ისტორიის შესახებ. იგი ათ წელზე მეტია გენდერისა და კვლევის თემატიკაზე კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტი „გოგონათა კლუბი“ მეორე წელია მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია 14-დან 18 წლამდე გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მომავალში დაეხმარება მათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალბატონებთან. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)