|
2016-04-07 10:10:13, 529 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძემ ლიტვაში ქართველი ოფიცრის საფლავი მოინახულა
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წწ.) ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი მოინახულა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, დათიკო მაჭავარიანი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და ვილნიუსში დასახლდა, სადაც სამხედრო სამსახური პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო და მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა. დათიკო მაჭავარიანის საფლავი ვილნიუსში ანტაკალნისის სასაფლაოზე მდებარეობს. ოფიციალური ვიზიტის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს. ანტაკალნისის სასაფლაოზე განთავსებული მემორიალი ვილნიუსში 1991 წლის 13იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნასეძღვნება და ასევე, სიმბოლურად განასახიერებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგმებრძოლი პარტიზანებისა და ოკუპაციის პერიოდში დაღუპული მოსახლეობისხსოვნას.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)