21:04 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 19:30:27, 285 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა. 

საია-ს ცნობით, საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

"დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლომ უარი თქვა მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე და გამოიტანა დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი. 

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საია დავობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს და წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯას და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოების დაშინებას. სტრასბურგის სასამართლოში საიასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს  ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში).

აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 26 ივნისს გაიგზავნა და, როგორც საიას ახლახან ეცნობა, სტრასბურგის სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 3 ივლისს, უკვე დაარეგისტრირა." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საიას გაგზავნილი აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 3 საჩივარი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics