|
2026-08-04 23:18:36, 660 ნახვა
ეკონომიკა
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიურ ფორუმში - "პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" (Partnership 4SDGs) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეთმობოდა ფინანსური სექტორის როლის განხილვას საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციაში, ანა ოსაძემ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აფართოებენ ქართული ფინანსური ინსტიტუტები მდგრადი და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელ ფინანსურ პროდუქტებზე იზრდება მოთხოვნა და როგორ შეიძლება ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებამ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის, მწვანე ტრანსფორმაციას შეუწყოს ხელი. დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ფინანსური ინსტიტუტების როლზე კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, პასუხისმგებლიანი ფინანსური პრაქტიკის დანერგვის, მისი შედეგების და ბიზნესებისთვის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობებზე. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაშიც იყო წარმოდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორში მწვანე ტრანსფორმაციის საკითხებზე გამართულ სესიას საქართველოს ბანკის კორპორაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი გალოგრე, უძღვებოდა. დისკუსიის მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესპრაქტიკის დანერგვის, სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მწვანე ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ Partnership 4SDGs გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიური ფორუმია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური სექტორის, კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. საქართველოს ბანკისთვის მდგრადი განვითარება ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბანკი განაგრძობს ESG პრინციპების ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და მწვანე ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)