|
2016-04-06 13:35:40, 537 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგებელი ახალგაზრდებს საირმის ქუჩაზე მდებარე საკალათბურთო მოედნის რეაბილიტაციას დაჰპირდა
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საირმის ქუჩაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და საირმის ქუჩაზე მდებარე კალათბურთის მოედნის რეაბილიტაციას დაჰპირდა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გაიმართა. მოსახლეობამ გამგებელს აუხსნა, თუ რამდენად საჭიროა ამ უბანში სპორტული მოედნის კეთილმოწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგებელთან ერთად შეხვედრაზე მისი მოადგილეეებიც იმყოფებოდნენ და მათ ერთად დაათვალიერეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა. „სტადიონი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მოედანზე, რომელსაც საფარიც კი არასდროს ჰქონია, ხე-მცენარეებია ამოსული, დაზიანებულია მესერი, შეიძლება ითქვას, რომ ობიექტი საჭიროებს არა რეაბილიტაციას, არამედ თავიდან მოწყობას. ახალგაზრდებს ჩვენ შევთავაზეთ თავად აერჩიათ სტადიონის საფარის ნიმუშებიდან სასურველი და დავპირდით, რომ უახლოეს მომავალში შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ადგილობრივებმა გამგებელს პირობა მისცეს, რომ სტადიონის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისინი თავად იზრუნებენ ობიექტის მოვლა-პატრონობაზე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)