11:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 20:43:06, 1620 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპმა კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვისთვის მადლიერების წერილი გაუგზავნა, იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. წერილში ნათქვამია:

„დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით მილოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის დაარსების და ამერიკელი ხალხის დამახასიათებელი თავისუფლების, გამძლეობისა და ურყევი სულისკვეთების დღესასწაულია. ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ღრმად ვაფასებთ იმ პარტნიორების მეგობრობას, რომლებიც პატივს სცემენ ამ იდეალებს.

ჩვენი დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მადლიერები ვართ თქვენი, რომ შემოგვიერთდით ამერიკული პრინციპების - სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის - აღნიშვნაში.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს გააზრებულ გზავნილს. ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან პროგრესს. „მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ უფრო უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics