|
2026-07-17 13:34:03, 1707 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის
„თბილისის მერიამ გასცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრე რა სახის ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. რიყის დოქების დამპროექტებლის, იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ავტორებისგან თბილისის მუნიციპალიტეტში არანაირი წერილი არ შემოსულა. მისივე თქმით, ე.წ. რიყის დოქები ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს და პროექტის ავტორებმაც მას უნდა მიმართონ. „არანაირი წერილი არ ყოფილა მათგან შემოსული. რომ შემოსულიყო, მას გაეცემოდა პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო აბსოლუტურად უფუნქციო შენობა-ნაგებობა. თავის დროზე ამ პროექტში ათეულობით მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ახლა შენობა ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, გადაწყვეტილებაც მან მიიღო. მუნიციპალიტეტს ან ხელისუფლებას ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეგიძლიათ მსგავსი კითხვებით კერძო მესაკუთრეს მიმართოთ. თავად პროექტის ავტორსაც შეუძლია კერძო მესაკუთრესთან აწარმოოს მსგავსი მოლაპარაკებები, რადგან ნაგებობა სხვაგან უნდა გადაიტანონ თუ რა სახის ბიზნესსაქმიანობა უნდა აწარმოონ, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში. ჩვენთან მომართვა იყო დემონტაჟზე. იცით, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე მსგავსი რამ ვერ მოხდება. დემონტაჟის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად იქნა მიღებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)