|
2026-07-10 14:54:21, 868 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
რუსეთის სამხედრო ძალების წინსვლის ტემპი 2026 წლის პირველ ნახევარში ორჯერ შემცირდა — ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ავრცელებს. მისივე თქმით, 2026 წელს რუსულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევების განხორციელება ვერ შეძლეს, განსხვავებით გასული წლებისგან, როდესაც ისინი იერიშებს ერთდროულად 13 სხვადასხვა ფლანგზე აწარმოებდნენ. „ამჟამად ჩვენი და მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების თანაფარდობა დაახლოებით 40:60-ს შეადგენს. სწორედ თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა“, — განაცხადა სირსკიმ. რუსეთის ხელისუფლება კი ფრონტზე არსებულ ვითარებას სრულიად სხვანაირად წარმოაჩენს. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მათი ჯარები ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ, თუმცა, ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ FT-სთან (Financial Times) ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს პოზიციები მყარად აქვს დაკავებული და ბრძოლა „საჰაერო ფაზაში გადავიდა“.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)