|
2026-06-29 10:55:19, 854 ნახვა
მსოფლიო
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილების ნაწილობრივ საკუთრებაში არსებული კომპანიის ინვესტორებმა ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვების პროექტთან დაკავშირებული კომპანიის 20%-იანი წილი მიიღეს. გაზეთის ცნობით, გასული წლის სექტემბერში ამერიკულმა მხარემ (პირადად ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლატნიკმა და ტელეფონით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა) ყაზახეთის ლიდერ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეთანხმება მოიპოვა, რომ „ნაკლებად ცნობილ ამერიკულ კომპანიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს განუვითარებელ ვოლფრამის რეზერვზე წვდომა მიეცა“. „ტრამპი და ლატნიკი ერთადერთნი არ იყვნენ, ვინც შესაძლებლობა დაინახეს. მათმა ვაჟებმა მალევე დაიწყეს პარტნიორებთან ბიზნესის კეთება იმ გარიგების ფარგლებში, რომელიც მათმა მამებმა მოაწყვეს“, - აღნიშნავს გაზეთი. ანგარიშის თანახმად, „დომინარი სექიურითის“ ინვესტორებმა, კომპანია, რომელიც ნაწილობრივ აშშ-ის პრეზიდენტის ორ უფროს ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს და ერიკ ტრამპს ეკუთვნის, სხვა პარტნიორებთან ერთად, ყაზახეთის პროექტთან დაკავშირებულ კორპორატიულ სტრუქტურაში 20%-იანი წილი მიიღეს. „ნიუ-იორკი“ ასევე აღნიშნავს, რომ ლატნიკების ოჯახის მიერ კონტროლირებადმა და მისი ვაჟების, ბრენდონისა და კაილის მიერ ზედამხედველობაზე მყოფმა საინვესტიციო ფირმა „კანტორ ფიცჯერალდმა“ ყაზახეთთან გარიგებაზე დომინარისთან მომუშავე ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს მსგავსი სტრუქტურისთვის 210 მილიონი დოლარის მოზიდვაში დაეხმარა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)