|
2026-06-27 21:04:33, 3623 ნახვა
ეკონომიკა
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
თიბისის მობაილბანკში წლის ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იწყება. სულ მალე, ,,საგანძურის მარათონის” მონაწილეები საგვარეულოებად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და პრიზების მოსაგებად, საერთო მიზნისთვის გაერთიანდებიან. ,,საგანძურის მარათონი’’ საინტერესო ისტორიას ეფუძნება, სადაც მოთამაშეები ოთხ დიდ საგვარეულოდ განაწილდებიან და სამეფოში გაბნეული საგანძურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თამაშში გუნდურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სწორედ საერთო ძალისხმევა გადაწყვეტს ფინალისტების ვინაობას. გუნდებში მოთამაშეების გასანაწილებლად, მომხმარებლები სპეციალურად მარათონისთვის შედგენილ ქვიზს შეავსებენ, რომელიც მათ ფინანსური ქცევებს გამოავლენს და შესაბამის საგვარეულოში გაანაწილებს. თიბისის მობაილბანკი, თამაშის მონაწილეებს, ყოველდღიური და ყოველთვიური მისიების შესრულებას, მონეტების დაგროვებას და სრულიად ახალ ციფრულ გამოცდილებას შესთავაზებს. ყოველი დღის, კვირისა და თვის ბოლოს ოთხი საგვარეულოს თითო მედროშე დასაჩუქრდება. მთავარი პრიზისთვის ბრძოლას კი, მხოლოდ ფინალში გადასული საგვარეულოს წევრები შეძლებენ. მარათონის მიზანი ამჯერადაც უცვლელია. შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება და კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი მომხმარებლებისთვის. თამაშის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/treasure-marathon
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)