|
2026-06-23 12:08:13, 1422 ნახვა
ეკონომიკა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City AM წერს. გამოცემის თანახმად, P&G TV იმედთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტელევიზია დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა და რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდისტულ პლატფორმად გამოცხადდა. City AM-ის სტატიის მიხედვით, Procter & Gamble, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Gillette და Pampers, „იმედზე“ რეკლამას მას შემდეგაც ათავსებდა, რაც ტელეკომპანია 2026 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში მოხვდა. გამოცემის ინფორმაციით, Procter & Gamble-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელისა და უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების საფუძველზე, ფირმამ ორშაბათს აღნიშნულ მედიაკომპანიასთან ბიზნეს ურთიერთობა შეწყვიტა. ცნობისთვის, 2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოში მოქმედი სახელისუფლებო ტელევიზიები „ტელეიმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)