18:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:59:29, 676 ნახვა

ეკონომიკა
საგარეო უწყება: ჩინეთი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის მზადაა

ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მხარეს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

„პეკინში ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის ტურიზმისა ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ  სამუშაო შეხვედრების რეგულარული ხასიათის თაობაზე  და დაიგეგმა შესაბამის სამოქმედო გეგმასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორმება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მხარეს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics