|
2026-06-11 09:50:41, 1079 ნახვა
მსოფლიო
ქსირმა პირობა დადო, რომ ახლო აღმოსავლეთს აშშ-სთვის „ჯოჯოხეთად“ გადააქცევს
ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) საჰაერო ძალების მეთაურმა, სეიედ მაჯიდ მუსავიმ, გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტეში საფრთხის შექმნა უპასუხოდ არ დარჩება. „ჰორმუზის წმინდა სრუტეს სახიფათოს ხდით?! ჩვენ რეგიონს თქვენთვის ჯოჯოხეთად ვაქცევთ“, - ციტირებს ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი მუსავის სიტყვებს. მეთაურმა დასძინა, რომ ირანის ქმედებები იქნება პასუხი „ამერიკის თავხედობაზე რეგიონში“. სააგენტო ასევე ციტირებს ანონიმურ წყაროს, რომელმაც ტრამპის ირანის „დაბომბვის“ მუქარის საპასუხოდ განაცხადა: „ამერიკის ყველა აგრესიას გადამწყვეტი სამხედრო პასუხი მოჰყვება და ჩვენ არ მოვითმენთ პოლიტიკურ შანტაჟს“. ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის კიდევ უფრო ძლიერ ამერიკულ დარტყმებს ემუქრება. ხუთშაბათს ღამით აშშ-ის სამხედრო ძალებმა ისლამურ რესპუბლიკაზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს. CENTCOM-ის განცხადების თანახმად, დარტყმები განხორციელდა „თავდაცვის მიზნით“ და იყო „პასუხი ირანის გაუმართლებელ და მიმდინარე აგრესიაზე“. ირანული მედიის ცნობით, ძლიერი აფეთქებები ქვეყნის ექვს რაიონში მოხდა. ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტის ყველა სახის საზღვაო გადაზიდვისთვის დახურვის შესახებ განაცხადეს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)