|
2026-06-08 09:28:38, 3018 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა ირანის დარტყმებზე პასუხის გადადებას, რამაც ვაშინგტონს თეირანთან შეთანხმების მიღწევის დრო მისცა, იუწყება Axios. „ნეთანიაჰუმ წინააღმდეგობა გამოთქვა, მაგრამ საბოლოოდ (...) უკან დახევაზე დათანხმდა“, - იტყობინება გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ოფიციალური პირის თქმით, ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის საუბარი ამჯერად უფრო მშვიდი იყო, ვიდრე გასულ კვირას მათი დაძაბული საუბარი. „ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტმა ცოტა დრო მოიგო. ის საკმაოდ მტკიცედ ამბობს, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ. არა მგონია, მალე ისრაელის დარტყმების მსგავსი რამ ვიხილოთ“, - განმარტა Axios-ის წყარომ. ადრე ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს „არჩევანი არ ექნება“, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას. „ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ის (ნეთანიაჰუ - IF) არ იღებს გადაწყვეტილებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან განაცხადა, რომ ირანის ისრაელზე დარტყმებმა არ შეცვალა მისი განზრახვა, თეირანთან დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ კვირა საღამოს, 8 აპრილის შემდეგ პირველად, ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ჩაჭრეს. თავის მხრივ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა იყო პირდაპირი „პასუხი სიონისტური რეჟიმის მიერ ლიბანში ჩადენილ მასშტაბურ დანაშაულებზე, რამაც გამოიწვია მკვლელობები და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება“.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)