|
2026-06-03 22:47:19, 5147 ნახვა
მსოფლიო
POLITICO: უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 15 ივნისს დაიწყებენ
ოთხმა დიპლომატმა გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, რომ უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არსებული წინააღმდეგობის მოხსნაზე მიანიშნა, ეს კი უკრაინასა და მოლდოვას საშუალებას მისცემს, ბლოკში გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყონ. დიპლომატების განმარტებით, მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა 15 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილი სამთავრობათაშორისო კონფერენციის დროს იგეგმება. ვინაიდან კიევმა და კიშინიოვმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ერთდროულად შეიტანეს, მოლდოვის პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა წინ, თუ უკრაინის ტემპიც დაჩქარდება. სტატიის თანახმად, იმ ფონზე, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, მმართველობისას ბუდაპეშტი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა ვეტოს მოხსნის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის,“ - აღნიშნა გამოცემის ინფორმირებულმა, ანონიმურმა წყარომ. უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაჩქარდა, რაც უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ბრიუსელში გაემგზავრა. დიპლომატის თქმით, იგი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა გაყინული 16.4 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული ფონდების განბლოკვის საკითხის განსახილველად. გამოცემის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვისთვის პირველი კლასტერის გახსნის შესახებ პოზიციას მიმდინარე კვირის ბოლომდე შეაჯერებენ. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები 15 ივნისის სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე უკრაინისა და მოლდოვისთვის კლასტერის გახსნას დაამტკიცებენ. კლასტერების გახსნა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია პროცესის დაბლოკვა ნებისმიერ ეტაპზე.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)