|
2016-04-04 13:01:27, 587 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით სადახლოსა და ფოკაში ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები დაიწყო
ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის გრძელდება. ამჯერად ქართულ ენის შესწავლის შესაძლებლობა სადახლოსა და ფოკას მოსახლეობას ექნება. პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასში ასევე ჩართულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იუსტიციის სასწავლოს ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენის შეწავლის სურვილი სადასახლოსა და ფოკას 200-მდე მცხოვრებმა გამოთქვა. მათ შორის არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე უფროსები. სასწავლო პროგრამა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და ის 24 აკადემიურ საათს მოიცავს. სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რაც ენის შესწავლას უფრო ადვილსა და სახალისოს ხდის. ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა, დასაქმდნენ საქართველოში და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ. იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს. „მოხარული ვარ რომ გაეროს განვითარების პროგრამას აქვს შესაძლებლობა ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კულტურით და ეს ქართული ენის კურსები გამოხატავს მთავრობის წინგადადგმულ ნაბიჯს, დაიცვას მულტიეთნიკური მრავაფეროვნება და მისცეს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატება საქართველოში“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, შომბი შარპმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)