06:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 10:43:41, 6656 ნახვა

კულტურა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია

მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი.

ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.

კინოპრემია „ელისოს“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან. 

 

ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან - ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა,გიორგი შველიძე, ლეა გლობი - გამოავლინა 2026 წლის ნომინანტები:

საუკეთესო ფილმი:

  • მილი
  • არავინ არ ჩანს
  • ხმელი ფოთოლი
  • თემორე
  • ქართლის ცხოვრება

საუკეთესო რეჟისორი:

  • არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე
  • ქართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი
  • ცხრათვიანი კონტრაქტი - ქეთევან ვაშაგაშვილი
  • ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე

 საუკეთესო ოპერატორი:

  • მილი - შალვა სოყურაშვილი
  • ქალაქის ხმაური - შალვა სოყურაშვილი
  • ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე
  • ქართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი 

საუკეთესო მონტაჟი:

  • ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე
  • თემორე - ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი
  • არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე
  • ცხრათვიანი კონტრაქტი - ვერონიკა სკოტი, ბერნადეტ ტუზა-რიტერ 

საუკეთესო კინომუსიკა:

  • არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე
  • ხმელი ფოთოლი - გიორგი კობერიძე
  • ქართლის ცოხვრება - ნიკა ფასური
  • მილი - ლაშა ცქვიტინიძე

საუკეთესო მსახიობი:

  • თაკი მუმლაძე- არაფერი ბრუნდება, არაფერი მეორდება, ყველაფერი რეალურია
  • ნინი იაშვილი - ქალაქის ხმაური
  • ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი - მილი
  • ლაშა გომელაური - ქალაქის ხმაური

დაჯილდოების ცერემონიაზე „ნატო ვაჩნაძის ფონდი“, ასევე დაასახელებს 2026 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის (ორიგინალური მუსიკა) ნომინაცია. 

თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics