|
2026-06-01 13:53:25, 4194 ნახვა
სამართალი
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწყვეტილებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა რცხილაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვა კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამასთან, სასამართლოს ალტერნატივის სახით 30 000-ლარიანი გირაოც შესთავაზა. რცხილაძე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძეს ჯაშუშობისთვის ბრალი 31 მაისს წარუდგინეს. მანამდე, 30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. გულბაათ რცხილაძე "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელია, რომელიც საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამტარი ორგანიზაციაა. 25 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რცხილაძის ინიციატივით საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოც" შეიქმნა. უცნობია, მისი დაკავების შემდეგ, დაიწყებს თუ არა საბჭო მუშაობას.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)