|
2026-05-31 17:07:48, 3996 ნახვა
სამართალი
გულბაათ რცხილაძე დაკავებას რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას უკავშირებს
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას" უკავშირებს. რცხილაძეს ბრალი 31 მაისს წარუდგინეს, რის შემდეგაც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ "სავარაუდოა, რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ", თუმცა, ამ ეტაპზე "დადასტურება არ შეუძლია". "კი, შესაძლოა ვივარაუდოთ [რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ], კი ბატონო. უბრალოდ, ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე, მაგრამ არის ალბათ ეგ, ერთი ქვეყანა ეგ [რუსეთი] იქნება ალბათ. ალბათ მეორე სხვა ქვეყანაა". - თქვა ადვოკატმა, ინტერპრესნიუსის ცნობით. ამასთან ერთად, ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით არც მეორე ქვეყნის დასახელება შეუძლია, რომლის ჯაშუშობასაც რცხილაძეს ედავებიან. "გამოკითხვა არ მომხდარა. [...] ადამიანი ამბობს თვითონ, რომ არანაირი ჯაშუში მე არა ვარ და პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, იყო მიმართული იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო და ქვეყანაში რაღაც ომი და უბედურება არ მომხდარიყო. ანუ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, რომ, ალბათ, ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. ობიექტივზე უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა 27 მარტიდან, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა. არ ვიცი, ვის ინტერესში არ შედიოდა ამ ფაქტების გასაჯაროება მაგრამ თვითონ ამას უკავშირების დაკავებას". - თქვა ადვოკატმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)