|
2016-04-04 12:12:39, 2184 ნახვა
ეკონომიკა
„ჯი-ემ-პიმ“ წნევის დასარეგულირებელი ახალი მედიკამენტი - „ამლოვალტანი“ გამოუშვა
„ჯი-ემ-პიმ“ კიდევ ერთი მედიკამენტის - „ამლოვალტანის“ წარმოება დაიწყო. „ამლოვალტანი“ გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და ეფექტური საშუალებაა არტერიული წნევის დასარეგულირებლად. მედიკამენტის წარმოება ევროპული ნედლეულის გამოყენებით მიმდინარეობს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პრეპარატის დასამზადებლად ნედლეული შვეიცარიიდან ჩამოდის და მისი ხარისხი ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მისი ფასი ხელმისაწვდომი იყოს. „ამლოვალტანი“ 50-60%-ით უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის, ვიდრე მისი ევროპული ანალოგები. ჩვენი წარმოება და სრული საწარმოო ციკლი ამის საშუალებას იძლევა,“ - აცხადებენ ჯი-ემ-პიში. ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ „ჯი-ემ-პის“ მიერ წარმოებული 5,5 მილიონი კოლოფი მოიხმარა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)