11:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-30 13:22:53, 2966 ნახვა

სამართალი
სუს-ის დაკავებული ჯაშუშობაში ბრალდებული, პრორუსი გუბაატ რცხილაძეა

სანქცირებული სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადრე დაკავებული პირი არის ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, ქართველი ანალიტიკოსი გულბაატ რცხილაძე. ტელევიზია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაკავებულს კავშირი ჰქონდა ორი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან. ბრალდებული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორია.

„უცხოური სადაზვერვო სამსახურების მითითებითა და დაფინანსებით, ბრალდებულებმა შექმნეს საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზება გაუწიეს სხვადასხვა ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ საქმიანობის განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები ერთდროულად თანამშრომლობდნენ ორი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან და ახორციელებდნენ პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა მაღრაძემ.

2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაში „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელისა და მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ კოორდინატორის, გულბაათ ვიქტორის ძე რცხილაძისთვის სამახსოვრო მედლის - „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი“, გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 მედალი გადაეცემა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით.

„მადლობა გამორჩეულ მსოფლიო ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინს! მადლობა მოძმე და დიდ რუს ხალხს! ეს ჯილდო ყველა ჩვენი ქართველი თანამებრძოლისაა! წარსულის ხსოვნით წინ, მომავლისკენ!“ - დაწერა ამის შესახებ რცხილაძემ თავის Facebook-პროფილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics