|
2026-05-29 12:41:49, 2322 ნახვა
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: კიდევ უფრო გავაძლიერებთ რუსეთზე ზეწოლას, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს. მისივე თქმით, ამზადებენ სანქციების 21-ე პაკეტს. "რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადაკვეთა. რუსული დრონის შეჭრამ რუმინეთში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა.. ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთსა და მის ხალხს. სანამ ვაგრძელებთ ჩვენი უსაფრთხოებისა და შეკავების გაძლიერებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენ ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს", - წერს ის X-ზე. *** რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. ბუქარესტი ადასტურებს, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა. მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქზე მასირებული თავდასხმის დროს შეიჭრა. გალატი სწორედ უკრაინის საზღვართან მდებარეობს. ბუქარესტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. რუმინეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა ინციდენტის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებისგან ანტიდრონული სისტემების გადაცემის დაჩქარება მოითხოვა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)