|
2016-04-03 10:40:42, 602 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველი ლედი აუტიზმის საერთაშორისო დღის მხარდამჭერ ღინისძიებებს დაესწრო
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აუტიზმის საერთასორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „გამიგე, მიმიღე, შემიყვარე" პატარა თემოსთან ერთად დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება „ნეიროგანვითარების ცენტრის" ორგანიზებით ბომბორას პარკში გაიმართა და მის მიზანს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა. „ ეს გარემო, ღია ცის ქვეშ შეკრება, ამდენი ბავშვი, მხიარულება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამ ადამიანებისთვის ისე ჩვენთვის. ძალან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნეიროგანვითარების ცენტრს და მის ფუძემდებელს, ასე მინდა მოვიხსენიო ბატონი ვანიკო ბოკერია, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საკითხში, ჩვენს საზოგადოებაში",-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა და მასში მონაწილეობა ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ნეიროგანვითარების ცენტრის ბენეფიციარებმაც მიიღეს. ღინისძიების ფარგლებში გაიმართა ნეიროგანვითარების ცენტრის ბავშვების ნახატების გამოფენა, დასასრულს კი მოწვეულმა ბავშვებმა ჰელიუმის ლურჯი ბუშტები სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს. მაკა ჩიჩუა ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენას სტუმრობდა, რომელიც საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. პირველმა ლედიმ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანების ჩართულობა და მხარდაჭერა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა შესახებ. გამოფენაზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და პირველ ლედისთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. გამოფენის ფარგლებში ნინო ბაჯელიძის წიგნის „დარჩირას" პრეზენტაციაც მოეწყო.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)