|
2016-04-02 15:41:18, 622 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგეობამ ტიციან ტაბიძის დაბადების დღე აღნიშნა
კრწანისის გამგეობამ, შავთელის ქუჩაზე მდებარე ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერში, ცნობილი ქართველი სიმბოლისტი პოეტის დაბადების დღე აღნიშნა. მერიის ინფორმაციით, სპეციალურად ამ დღისთვის სკვერს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. პოეტის ბიუსტთან მიხაკების ყვავილნარი მოეწყო და ვაშლის ხე დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, პოეტი დავით მაღრაძე, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, ტიციანის შვილიშვილები - ექიმი გივი ანდრიაძე და ფილოლოგი ნინო ანდრიაძე. პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. „ზუსტად 100 წლის წინ, პოეტი ტიციან ტაბიძე წერდა - აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ ეროვნული შემეცნებით.. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ „ცისფერი ყანწებითო“. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, 100 წლის შემდეგ, საქართველო ისევ დგას თავის ისტორიულ და კულტურულ გზაზე და ისევ გრძელდება ტიციანის და ყველა იმ ადამიანის სულისკვეთებით ცხოვრება, რომელიც საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირეს“, - განაცხადა კრწანისის გამგებელმა. „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტიციან ტაბიძე, 1937 წელს, 44 წლის ასაკში საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი საფლავი არ არსებობს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)