|
2026-05-01 11:23:38, 1339 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: კობახიძეს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს. “არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით. არა ერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ აუცილებელია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისშ აშშ-დან დელეგაციასაც ველოდებით”,-განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველო ვერ შეეგუება ვერც ერთი ქვეყნის მხრიდან მტრულ და არამეგობრულ დამოკიდებულებას. “მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პატივი სცეს სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ დიდი კულტურის მატარებლები”, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, საქართველოში გარედან მართულ კონკრეტულ ჯგუფს არ სურს საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობის განახლება.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)