|
2026-04-30 13:37:43, 2565 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი - SIST - იწყებს ფუნქციონირებას. სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას შესთავაზებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია. SIST-ის პირველი კამპუსი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და სასწავლო პროცესს 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. კამპუსი 4,300 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და 600 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზს. SIST განსაკუთრებულ ყურადღებას პრაქტიკული და თანამედროვე უნარების განვითარებას უთმობს. STEM მიმართულებების (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ინტეგრირებული სწავლება, მცირე ზომის კლასები და თითო კლასში ორი მასწავლებელი ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს. სწავლება მრავალენოვანია და მოიცავს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებს. სკოლაში 50-მდე გამოცდილი პროფესიონალი მუშაობს. შვეიცარიის წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიური გუნდი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაშია ჩართული. ხოლო ადმინისტრაციულ გუნდს მენეჯმენტის მიმართულებით მიღებული აქვს განათლება მსოფლიოს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: University College London და Harvard Business School. მომდევნო ეტაპზე სკოლა ქსელის გაფართოებასა და დამატებითი კამპუსების გახსნას გეგმავს. თიბისი SIST-ის დამფუძნებელ ჯგუფთან 2021 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდში არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული - როგორც კომერციული უძრავი ქონების, ისე პროფესიული განათლების მიმართულებით. სკოლის გახსნა ამ პარტნიორობის კიდევ ერთი, ახალი ეტაპია. განათლების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბოლო სამ წელში ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით გაორმაგდა და 190 მილიონამდე ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების ხელშეწყობით, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობას.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)