06:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 18:41:18, 4724 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია

საქარველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook LIVE-ში სადაც მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს, პარტიების აკრძალვაზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნათელია, რომ "ქართულ ოცნებას" კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია. 

მანვე აღნიშნა, რომ სხვა პარტიების აკრძალვა მაშინ, როდესაც არჩევნების ჩატარებას აპირებ, არის პირდაპირი განაცხადი, რომ მხოლოდ "შენი პარტია უნდა იყოს მუდმივად ხელისუფლებაში". 

["ოცნებას"] რომ უნარი არ გააჩნია არაფრის ეს უკვე ნათელია, კონკურენციის ნამდვილად და დემოკრატიის უნარი რომ არ გააჩნია, ესეც ჩანს ამაში. ე.ი. აკრძალვა სხვა პარტიების, როცა შენ აპირებ, რომ ჩაატარო არჩევნები დღეს, ხვალ, თუ 2028 წელს, არის პირდაპირ განაცხადი იმის, რომ შენი და შენი პარტია მხოლოდ უნდა იყოს მუდმივად ძალაუფლებაში და ამას სხვათა შორის გვიცხადებენ, რომ ჩვენ ვიქნებით და ვიქნებითო, მაგრამ ეს ასე რომ არ მოხდება ესეც კარგად ვიცით, ამიტომ ნუ ვინერვიულებთ ამაზე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics