|
2026-04-28 16:36:14, 3535 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ფასები არ გაძვირებულა და ეს „ტყუილია“. "შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას. ჩვენ სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ სამუშაო გეგმით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე“, - თქვა კობახიძემ. - ჟურნალისტი: თქვენ ბოლოს როდის იყავით მაღაზიაში ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი? - კობახიძე: ვაკვირდები ხოლმე ვებგვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული. განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე… კომპიუტერში არის ასახული რეალური ფასები, რაც გვხვდება მაღაზიაში. რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი?... წაგიყვანთ და 4 ლარად და 60 თეთრად გაყიდინებთ 10 კვერცხს. [ხორცი რა ღირს იცით? 40 ლარი] მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში. წაგიყვანთ მაღაზიაში“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)