|
2026-04-27 17:52:06, 5607 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
საქართველოს ბანკი განაგრძობს ემიგრანტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად იმ ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მათ საჭიროებებზე არის მორგებული და ყოველდღიურობას უმარტივებს. ამჯერად, საქართველოს ბანკი Boxette-თან თანამშრომლობით ემიგრანტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს, რაც გზავნილების გაგზავნას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. შეთავაზების ფარგლებში, აშშ-დან საქართველოში ამანათის გამოგზავნისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური ტარიფით ისარგებლონ - 1 კგ. 7.5 დოლარის ნაცვლად 6.5 დოლარად გამოაგზავნონ. გარდა ამისა, ყოველი ამანათის გამოგზავნასთან ერთად მომხმარებლები პრომოკოდს მიიღებენ, რომლის გამოყენებითაც საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრები აშშ-ში ამანათის გაგზავნას შეღავათიანი ტარიფით შეძლებენ - 11.9 დოლარად, ნაცვლად 12.9 დოლარისა. აქცია მოქმედებს 1 ივნისამდე. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ემიგრანტებისთვის მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ საბანკო მომსახურებით სარგებლობა. ამასთანავე, ბანკი მათ სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს სთავაზობს და მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობთ და ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ანგარიში, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ბმულზე და მიიღოთ უფასო კონსულტაცია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)