|
2016-04-01 17:37:16, 429 ნახვა
პოლიტიკა
"სასამართლო სისტემაში პირების დანიშვნა, რომელთა შეხედულებები ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მართლმსაჯულებას არ შეესაბამება, მიუღებელია"
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პროცესს ეხმაურება. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კანონმდებლობა კანდიდატების შერჩევის სპეციალურ პროცედურას არ იცნობს. კოალიციის შეფასებით, მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის მიმართ განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, რაც მოითხოვს აღნიშნული პროცესის ღიად და გამჭვირვალედ, ისევე როგორც განსაკუთრებული სიფრთხილით წარმართვას. "სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისი ზრდის თითოეული ახალი მოსამართლის მიმართ მოლოდინს და აორმაგებს იმ სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობას, რომლებიც სასამართლო სისტემის დაკომპლექტებას უზრუნველყოფენ. სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება გვარწმუნებს, რომ დღეს სისტემას სჭირდება თავისუფალი, პროფესიონალი, აქტიური და გაბედული წევრები, რომლებიც შეძლებენ გარდამტეხი როლი ითამაშონ საქართველოში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მოსამართლეთა დაცვაში როგორც გარე, ასევე სისტემის შიგნით არსებული, კონკრეტული დომინანტური ჯგუფებისა თუ ინსტიტუტების არაჯანსაღი გავლენებისაგან, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაში. კოალიციის მუდმივი კრიტიკის ადრესატია იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა დანიშვნის პროცესში უმცირესობათა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათ მიერ გამოვლენილი არასერიოზული და არაეთიკური დამოკიდებულებების გამო. პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტია. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას, მათ შორის, სასამრთლოს დაკომპლექტების პროცესში, მან იხელმძღვანელოს კონსტიტუციით განმტკიცებული ისეთი პრინციპებით, როგორიცაა თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი წარიმართოს ყველა შესაბამის ჯგუფთან აქტიური კომუნიკაციით და კონსულტაციების გზით, რაც უზრუნველყოფს სწორად შეფასდეს და გაიზომოს თითოეული კანდიდატის დამოკიდებულება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებისადმი. სასამართლო სისტემაში თითოეული წევრი სწორედ ამ ღირებულებების უპირობო ერთგულების ნიშნით უნდა იყოს შერჩეული",-ნათქვამია განცხადებაში. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტურობას და თანამიმდევრულობას ეჭქვეშ დააყენებს სასამართლო სისტემის უმაღლეს თანამდებობებზე ისეთი პირების დანიშვნა, რომლების შეხედულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების იდეას. კოალიციამ არაერთხელ აღნიშნა და პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ღიად და სათანადო ჩართულობით მიმდინარეობდა. თუმცა, წევრების ნომინირების ბოლო ფაქტებიც ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის ღიაობა და მონაწილეობითი ფორმატის შექმნა ინსტიტუციურ დონეზე იყოს გამყარებული და სისტემური ხასიათი ჰქონდეს. სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისის შესუსტების, ვითარების გაჯანსაღებისა და რეფორმების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესში გათვალისწინებულ იქნას შემდეგი რეკომენდაციები: განხორციელდეს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის ინსტიტუციონალიზაცია, ერთგვაროვანი კარგი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით;
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)