|
2026-04-24 19:44:57, 6523 ნახვა
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 27 წლის გოლოევმა სასამართლო პროცესზე დუმილი დაარღვია და უარყო თავისი დანაშაული. გოლოევს დღეს საკუთარი ადვოკატი არ ჰყავდა. სხდომას მხოლოდ ერთი სავალდებულო ადვოკატი ესწრებოდა, რომელიც ასევე წარმოადგენდა ორი სხვა ბრალდებულის ინტერესებს. (ორივე პირს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მათი ვინაობა უცნობია.) შეგახსენებთ, რომ საქმეს კლასიფიკაცია მიენიჭა, ამიტომ სასამართლო პროცესი მედიისა და საზოგადოებისთვის დახურული იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის - უცხოური დაზვერვის სამსახურის სახელით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული უცხოური დაზვერვის სამსახურის მიერ იყო გადაბირებული, ფსევდონიმი მიენიჭა და ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. უწყების ცნობით, ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ პირს საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგ თემებზე დაევალა: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს - განლაგების ადგილები, ძალები და აქტივები, ასევე ამ ობიექტების ფოტოგრაფირება და ვიდეოგადაღება; საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ხიდების, საავტომობილო გზების, რკინიგზის და სხვა ობიექტების მდებარეობა, ასევე ამ ადგილების ფოტოგრაფირება და ვიდეოგადაღება; და სხვა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)