|
2026-04-24 15:12:51, 3282 ნახვა
პოლიტიკა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, საქართველოში თავისუფალი სიტყვისა და მედიაპლურალიზმის წინააღმდეგ მიმართული სისტემური შეტევა ახალ, კრიტიკულ ფაზაში შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კრიტიკული ხმის ჩასახშობად ფინანსურ სანქციებსა და შერჩევით სამართალს იყენებს, რამაც დამოუკიდებელ მედიას "უკვე მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი". ორგანიზაციის შეფასებით, ფინანსური ზეწოლის პრაქტიკული შედეგები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა რეგიონული მედიისთვის. DRI-ის მონაცემებით, 2025 წელს 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მაუწყებლები, მაგალითად, „რუსთავი 2“, მრავალმილიონიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციით სარგებლობს, რეგიონული მედიაორგანიზაციის, „თრიალეთის“, მიმართ 50-ჯერ ნაკლები ვალის გამო გამოყენებულმა ინკასომ და ყადაღამ შიდა ქართლის მთავარი დამოუკიდებელი პლატფორმის სრული პარალიზება გამოიწვია. DRI-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ "მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა საბოლოოდ სწორედ ფინანსური წნეხისა და პოლიტიკური მანიცულაციების საფუძველზე შეწყვიტა, ხოლო ანალოგიური საფრთხის წინაშე დგანან ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „TV პირველი“, რომელთა ქონებაზეც სასამართლო ყადაღაა დადებული. პარალელურად კომუნიკაციების კომისია „მიუკერძოებლობის“ სტანდარტის სუბიექტური ინტერპრეტაციით პირდაპირ ცენზურას ახორციელებს. ის, რომ ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ოლიგარქი“ ან „რეჟიმი“, ფულადი სანქციების საფუძველი ხდება, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, სახელმწიფომ სრულად გააკონტროლოს სამაუწყებლო ტერმინოლოგია. პროცესის კულმინაცია 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო პაკეტი აღმოჩნდა. DRI-ის შეფასებით, მას შემდეგ, რაც მედია სარეკლამო ბაზრიდან განიდევნა, ხელისუფლებამ მათთვის გადარჩენის უკანასკნელი გზა - საერთაშორისო დაფინანსებაც - სისხლის სამართლებრივ რისკად აქცია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოითხოვს: „შეწყდეს მედიის შინაარსობრივი კონტროლის, შერჩევითი სამართლისა და ინსტიტუციური ნეიტრალიზაციის პროცესი.“ ამავდროულად, DRI მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ ყველა დიპლომატიური ბერკეტი საქართველოში მედიაპლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების გადასარჩენად, ვიდრე საინფორმაციო სივრცეზე სახელმწიფო მონოპოლია შეუქცევადი გახდება.
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)