13:37 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 11:07:04, 2818 ნახვა

ეკონომიკა
სურსათზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება - დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი

„შესაძლოა, უახლოეს მომავალში საკვების ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განუცხადა  BusinessPressNews-ს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ, საწვავის ფასების ზრდის გავლენის კომენტირებისას.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ტრანსპორტირების შეფერხების ფონზე, ნედლი ნავთობის ფასი გლობალურად იზრდება. ამავდროულად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ერთ თვეზე მეტია იზრდება, რაც დისტრიბუტორების ხარჯებს ზრდის.

როგორც რიჟამაძე აღნიშნავს, მიმდინარე პროცესების გავლენა საკვების ფასებზე თანდათან უკვე აისახა, მაგრამ ფასების ზრდა უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება, რადგან საწვავის ფასების სტაბილიზაციის წინაპირობები არ არსებობს.

„საწვავის ფასების ზრდა და ტრანსპორტირების შეფერხების გავლენა ჯერ კიდევ სრულად არ აისახება ფასებზე. როგორც ცნობილია, ფასების ცვლილებები თანდათან უკვე აშკარა ხდება, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლოა პროდუქციის ფასების კიდევ უფრო დიდი ზრდა ვიხილოთ. სამწუხაროდ, მიმდინარე პერიოდში საწვავის ფასების მნიშვნელოვნად სტაბილიზაციას არ ველით.

კომპანიები ამ ეტაპზე ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ეფექტების გავლენა ფასებზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, საერთო ჯაჭვში, რომელიც მოიცავს გაზრდილ და შეფერხებულ საერთაშორისო ლოჯისტიკურ ხარჯებს, ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა აქვს. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ფასებზე გავლენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics