|
2016-04-01 17:03:57, 659 ნახვა
საზოგადოება
"დანკინ დონატსის" პერსონალს მასტერკლასებს ბარისტებს შორის მსოფლიო ორგზის ჩემპიონი უტარებს
"დანკინ დონატსი" მომხმარებლებს ესპრესოზე დამზადებულ, გამორჩეული ხარისხის იტალიურ ყავას სთავაზობს. იტალიური ყავა, რომელიც "დანკინ დონატსის" რესტორნებში იყიდება, 100% არაბიკას ყავის მარცვლებზეა დამზადებული და ძალიან მაღალი ხარისხისაა. საქართველოში მაღალი ხარისხის ყავის შესათავაზებლად, "დანკინ დონატსის" პერსონალს მასტერკლასები საერთაშორისო ექსპერტმა , ბარისტებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სტავროს ლამპრინდისმა ჩაუტარა. ამავდროულად, 4 აპრილიდან "დანკინ დონატსის" ყავის პროდუქტების მენიუს სტავროს ლაპრინდისის მიერ შექმნილი მოკა და მაკიატო დაემატება. "საერთაშორისო ექსპერტების სტავროს ლამპრინდისის მასტერკლასები ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ ყავის ხარისხი. მაღალი ხარისხის ყავის მისაღებად ყავის მარცვლების ხარისხთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია რესტორნებში ყავის სწორად დამზადება. სტავროსის მასტერკლასები და "დანკინ დონატის" 100% არაბიკას მარცვლებზე შექმნილი იტალიური ყავა, იქნება ის სინთეზი, რომელიც "დანკინის" ყავას საბოლოოდ, ძალიან მყარად დაამკვიდრებს საქართველოში. ჩვენი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის ყავა "დანკინ დონატსის" რესტორნებში იყიდებოდეს",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. საერთაშორისო ექსპერტი სტავროს ლამპრინდისი ბარისტათა 12 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია. "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის ფარგლებში, "დანკინ დონატსის" რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტები-ხაჩაპური, ლობიანი, კარტოფილისა და ხორცის ღვეზელები; პანინის სენდვიჩები; ბრიოშის ფუნთუშაზე შექმნილი ბურგერები, იტალიური ესპრესოზე დამზადებული ყავის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი და სხვა.
(R)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)